საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი სიკეთის კვალი 2014 წლის 15 მაისს დავაარსეთ.

ფონდი სიკეთის კვალი შექმნილია საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობის საფუძველზე და 2016 წლის 25 აგვისტოს სახელმწიფომ მოგვანიჭა საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსიც.

ჩვენი მიზანია

საქველმოქმედო და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება,დახმარების გაწევა, სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი და მარტოხელა დედებისთვის,შშმ პირებისთვის, ლეიკემიით და სიმსივნით დაავადებული ბავშვებისთვის და აშ.

ფინანსურ დახმარებასთან ერთად , ჩვენ გვინდა მივცეთ ადამიანებს საშუალება ისწავლონ ან აღმოაჩინონ თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი,რომ შემდგომ თავად შეძლონ სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება და საკუთარი ნიჭის ან შრომის სანაცვლოდ მიიღონ შემოსავალი და არა დახმარება.

ჩვენი მისია

ავაშენოთ ,,სიკეთის სახლი“რომელიც ისტორიას დარჩება, როგორც სიკეთის სიმბოლო საქართველოში და ასევე იქნება ადგილი სადაც შევძლებთ საქველმოქმედო და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას, რომ ჩვენც, თუნდაც მცირედი წვლილი შევიტანოთ ქვეყანაში სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და მომავალი თაობის განვითარებასა და გაძლიერებაში.

 

 

ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან საქველმოქმედო ორგანიზაციის დამადასტურებელი მოწმობა
აუდიტის დასკვნა 2016